12 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

11 სექტემბერი, 2019 23:12 სხვადასხვა




ვერძი

განათლების, რეკლამისა და ტურიზმის სფეროში საორგანიზაციო საკითხების მოსაგვარებლად შესანიშნავი დღეა. საღამოს შორეულ მგზავრობას და გავლენიან ადამიანებთან შეხვედრას არ გირჩევთ.

მენიუში აუცილებლად შეიტანეთ რთული ნახშირწყლების შემცველი პროდუქტები. მაგალითად მსხვილმარცვლოვანი პური ან ბრინჯი.


კურო

დაგეგმეთ ინვესტორებთან და სპონსორებთან შეხვედრები. სასიკეთო დღეა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად, შემოქმედებით საქმიანობისთვის, საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენებისთვის.

დააკვირდით, რამდენად ტვირთავთ ფეხებს. თუ ნაკლებად მოძრაობთ, სასწრაფოდ გამოასწორეთ მდგომარეობა.

 

ტყუპები

კარგი დღეა ფინანსური გარიგებებისთვის, საბანკო, სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტისთვის. დღეს სამომავლო მიზნებზე იოცნებეთ - ეს მათ ენერგიას შემატებს.

კარგი იქნება, თუ თქვენს პრობლემებზე ახლობელ, ნამდვილად გულშემატკივარ ადამიანს დაელაპარაკებით და გულს გადაუშლით - წინააღმდეგ შემთხვევაში, შიგნით დაგროვილი სიმძიმე ჯანმრთელობას ავნებს.

 

კიბო

სიფრთხილე გამოიჩინეთ საქმიან პარტნიორებთან. იურიდიული კონსულტაცია და კონტრაქტების გაფორმება სხვა დღისთვის გადადეთ. შესაძლოა, კოლეგებთან წაკინკლავდეთ.

თქვენი ენერგეტიკული პოტენციალი ახლა ცოტათი შემცირებულია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კალორიული საკვებით შეივსოთ. უმჯობესია, გამოიძინოთ.

 

ლომი

იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკების გასამართად არახელსაყრელი დღეა. არც საჯაროდ გამოსვლასა და იმიჯის შეცვლას გირჩევთ.

ყურადღება მიაქციეთ ფილტვების ჯანმრთელობას. მოსინჯეთ სუნთქვითი ვარჯიშები, ისეირნეთ სუფთა ჰაერზე. კარგი დღეა თამბაქოს მოწევისთვის თავის დასანებებლად.


ქალწული

ყურადღება დაუთმეთ პარტნიორულ ურთიერთობებს, იურიდიულ საქმეებს, დოკუმენტებს, დახვეწეთ იმიჯი. გადახედეთ თქვენს გარდერობს და მოიშორეთ უსარგებლო ნივთები.

შეზღუდეთ საკვები. თქვენი გადასაწყვეტია, კონკრეტულად როგორ. მთავარია, გახსოვდეთ, რომ თქვენ გასტრონომიულ არჩევანზეა დამოკიდებული დღევანდელი და ხვალინდელი განწყობილება.

 

სასწორი

მეწარმეებისთვის საპასუხისმგებლო დღეა. კარგი დროა ბიზნეს-გეგმის შედგენისათვის. განსაკუთრებულ სარგებელს მოგიტანთ დღეს ჩატარებული გამაჯანსაღებელი პროცედურები და ვიზიტი სპა-სალონში.

მოუფრთხილდით ფეხებს (და სხვა ორგანოებსაც): არ გადააადგილოთ ავეჯი, აკვარიუმი. ნურც ტელევიზორს გადმოდგამთ მის უკან მტვრის გადასაწმენდად - ჯანმრთელობა უფრო ძვირფასია.

 

მორიელი

კარგი დღეა ბიუჯეტის დასაგეგმად. შესანიშნავად ჩაივლის ოჯახური დასვენება, ქალაქგარეთ პიკნიკი, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები და საბავშვო დღესასწაულები.

თუ სათანადოდ არ დაისვენეთ და სრულფასოვნად არ იკვებეთ, შედეგი მყისიერად აისახება თქვენს თმაზე.

 

მშვილდოსანი

იზრდება ბავშვებთან კონფლიქტის რისკი. განსაკუთრებით მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებით. სამაგიეროდ, ბიზნესის სფეროსთვის წარმატებული დღეა. იოლად მოგვარდება საყოფაცხოვრებო საკითხები კომუნალურ სამსახურებში.

გამორჩეულად დაიტენიანეთ კანი. კარგი იქნება, თუ მთელი დღის განმავლობაში სახეზე თერმალური ან წყაროს წყლის რამდენიმეჯერ შეფრქვევის საშუალება გექნებათ.


თხის რქა

დღის პირველი ნახევარი გრძელვადიანი გეგმების დასაწყობად არ გამოგადგებათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ დოკუმენტების გაფორმებისას. არ გადაიღალოთ, გაინებივრეთ თავი რაიმე გემრიელით.

დარჩით მარტო საკუთარ თავთან, გააანალიზეთ უახლოესი წარსული და შეაქეთ თავი გაწეული შრომისთვის.

 

მერწყული

მიზნის მიღწევაში ხელს გიშლით და გაფერხებთ სიჯიუტე. მოდუნდით. თანაც გაიხსენეთ, რომ მიზნისკენ მიმავალ გზაშიც უნდა იცხოვროთ.

ემოციურად არ გადაიტვირთოთ. ეს თქვენს ჯანმრთელობაზე პირდაპირ და სწრაფად აისახება. მიიღეთ ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებები.

 

თევზები

დღეს ირგვლივ კომფორტის მოწყობის დღე დაგეგმეთ - ეს შესანიშნავად გამოგივათ, პროცესითაც და შედეგითაც სიამოვნებასაც მიიღებთ. დალიეთ მხოლოდ ნამდვილი, მაღალხარისხიანი, მუქი შავი ჩაი - დღეს მწვანე, ფიტო და ყველანაირი ახალგაზრდობისა და უკვდავების შეპირებებით სავსე ჩაი დაივიწყეთ.

დღის ბოლოს აუცილებლად გაიკეთეთ მსუბუქი მასაჟი. როგორც მოახერხებთ.

 


ბოლო სიახლეები